გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსში საქართველო მე-8 პოზიციაზეა

გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსში საქართველო მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) კვლევა 2015 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს.

„2008 წელს ქვეყანაში განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმების შემდეგ, მთავრობა ძლიერ უჭერს მხარს ქვეყნის ინფორმაციული სისტემების დაცვას. ბუდაპეშტის კონვენციის შესაბამისად, საქართველომ შექმნა კიბერდანაშაულის კანონმდებლობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

2014 წლის გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსში საქართველო მე-16 ადგილს იკავებდა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, პირველ პოზიციაზე სინგაპურია, რომელსაც აშშ, მალაიზია, ომანი და ესტონეთი მოსდევს.