იანვარ-აპრილში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 11.9 მილიონი ტონა შეადგინა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა.

კერძოდ, 2017 წლის პირველ 4 თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 11.9 მილიონი ტონა შეადგინა.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-აპრილში 112.6 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი - 109.1 მილიონი იყო.

2017 წლის საანგარიშო პერიოდში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მსგავსად საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 5.7 მილიონი ტონა შეადგინა.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 2017 წლის იანვარ-აპრილში გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელს 114,981 კონტეინერი; 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 98,005 კონტეინერი გადამუშავდა.