მიწასთან დაკავშირებული ორგანული კანონის მიღების კვორუმი ორი მესამედი - სულ მცირე 100 ხმა იქნება

მიწებთან დაკავშირებულ კანონს პარლამენტი ორი მესამედით ანუ სულ მცირე 100 ხმით მიიღებს. ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში კეთდება, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტშია ასახული.

კერძოდ, კონსტიტუციაში კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შესაბამისი ორგანული კანონი პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით მიიღება.

ზოგადად, ორგანულ კანონებს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით - 76 ხმით იღებს.