დიმიტრი ქუმსიშვილი - მიკრო სიმძლავრეების სადგურები არ განიხილება როგორც სამეწარმეო საქმიანობა

ცვლილებების თანახმად, მიკრო სიმძლავრეების სადგურებიდან მიღებული შემოსავალი ფიზიკური პირის შემთხვევაში არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და არ ხვდება დასაბეგრ მოგებაში, თუ ეს ეხება მეწარმე სუბიექტს , - ამის შესახებ პირველმა ვიცე- პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაციის „ნეტო აღირცვის რეგულირება საქართველოში" დასრულები შემდეგ განაცხადა.

„დღეს ენერგეტიკის სამინისტრომ წარმოადგინა საქართველოში მიკრო სიმძლავრის სადგურების განვითარების სისტემის ამოქმედების პრეზენტაცია და მასთან დაკავშირებული ნეტო აღრიცხვის სისტემა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოეფექტურობისთვის და იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ გაიჩინოს დამატებითი შემოსავალი ან დაზოგოს თავიანთი ხარჯები. სწორედ ამ მიმართულების მხარდასაჭერად ჩვენ საგადასახადო კოდექსში გავაკეთეთ ინიცირება ცვლილებების, რომელთან განხილვა პარლამენტში ამჟამად მიმდინარეობს. ამ ცვლილებების მიხედვით, მიკრო სიმძლავრეების სადგურები არ განიხილება როგორც სამეწარმეო საქმიანობა. შესაბამისად, აქედან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით ფიზიკური პირის შემთხვევაში და არ ხვდება დასაბეგრ მოგებაში, თუ ეს ეხება მეწარმე სუბიექტს. შესაბამისად, სრულად მხარადჭერილია აღნიშნული ინიციატივა, გადასახადებისგან განთავისუფლებულია და ჩვენ დიდი იმდი გვაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა და მეწარმეები ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემის ამოქმედებით საქართველოსი მცხოვრებ ყველა ოჯახს აქვს შესაძლებლობა საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაამონტაჟოს განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური. გამომუშავებული ელექტროენერგია კი თავად მოიხმაროს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამომუშავებულო ელექტოროენერგიის გახარჯვა სრულად ვერ მოხდა, მომხმარებელი მას ნეტო აღრიცხვის ქსელში გაუშვებს. ნეტო აღირიცხვის სისტემა უკვე მოქმედებს და გამომუშავებული ენერგიის საერთოდ ქსელში მიწოდების შემთხვევაში, ანაზღურების მიღებას ან ყოველთვიურად ქვითარში არსებული სხვაობით ანგარიშსწორებას გულისხმობს.