„ბლუმბერგი“ - ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს მშპ-ს 15.7ტრილიონი დოლარით გაზრდის

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, 2030 წლისთვის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი 15.7 ტრილიონი დოლარით გაიზრდება და 90 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, 6.6 ტრილიონი დოლარით ზრდა წარმოების პროცესის ავტომატიზაციასთან იქნება დაკავშირებული, რაც რიგი სამუშაოების შესასრულებლად, ადამიანური რესურსის ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გულისხმობს.

მსოფლიოს მშპ-ში 9.1 ტრილიონი დოლარის მოზიდვაზე იმოქმედებს პერსონალიზირებული და ხარისხიანი პროდუქტის მოხმარების ზრდა.

„ჩვენ ვხედავთ მომვალს, რომელშიც ადამიანი და მანქანა ერთად უფრო ეფექტურები არიან, ვიდრე ადამიანი მარტო“, - განაცხადა PwC-ის ანალიტიკოსმა ანან რაომ.

აპრილში პეკინში გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ბრიტანელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა განაცხადა, რომ თუ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის კონტროლს აღარ დაექვემდებარება, შესაძლოა ეს კაცობრიობის დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდეს.