გამოკითხვით, ყველაზე ეფექტურ ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყებად ფინანსთა სამინისტრო დასახელდა

ყველაზე ეფექტური ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყება ფინანსთა სამინისტროა , - ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც სააგენტო „ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაითმა“ საკუთარ საინფორმაციო - ანალიტიკურ პორტალზე ჩაატარა. გამოკითხვა 2017 წლის ივნისში განხორციელდა.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპოდენტთა უმრავლესობამ - 38%-მა ყველაზე ეფექტური ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო დაწესებულებად დიმიტრი ქუმსიშვილის უწყება, ფინანსთა სამინისტრო დაასახელა.

მეორე და მესამე პოზიციაზე რესპონდენტებმა საქართველოს ეროვნული ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაასახელეს.

„ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაითი“ მსგავს გამოკითხვას პერიოდულად ატარებს. პირველი ასეთი გამოკითხვისას, რესპოდენტებმა უპირატესობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიანიჭეს, როდესაც მას ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.