მსოფლიოს ტოპ-5 უმსხვილესი ავტომწარმოებელი ქვეყანა

2017 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში 18,5 მილიონი მსუბუქი ავტომობილის წარმოება მოხდა, რაც 5,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი ქვეყნის ტიტული კვლავ ჩინეთმა შეინარჩუნა. ჩინეთის ქარხნებში მიმდინარე წლის პირველ სამ თქვეში 6,1 მილიონი მსუბუქი ავტომობილის წარმოება მოხდა.

მეორე პოზიცია ერგო იაპონიას 2,2 მილიონი ავტომობილის, მესამეზე კი გერმანია აღმოჩნდა - 1,5 მილიონი ავტომობილით.

სენსაციური აღმოჩნდა მეოთხე ადგილზე ინდოეთის დაწინაურება, რომელმაც ავტოწარმოების ერთბაშად 10%-იანი ზრდა აჩვენა. გასულ წელს ინდოეთი მე-6 ადგილს იკავებდა. იანვრიდან-მარტის ჩათვლით ინდოეთში მილიონზე მეტი მსუბუქი ავტომობილის წარმოება მოხდა.

ხუთეულის ბოლო საფეხურზე აღმოჩნდა სამხრეთ კორეა 940 000 მსუბუქი ავტომობილით.

აღსანიშნავია, რომ ხუთეულში პოზიცია დაკარგა აშშ-მა, რომელიც მეექვსე ადგილზე დაქვეითდა.