1 იანვრის შემდეგ 12 407 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი განბაჟდა

მას შემდეგ, რაც 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი თითქმის გასამმაგდა, საქართველოში 12 407 მარჯვენასაჭიანი ავტომობილის განბაჟება მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის 1 იანვრიდან 28 ივნისის ჩათვლით, განბაჟებულ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს შორის Nissan ლიდერობს. საინტერესოა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე ცოტა, ორ-ორი Alfa Romeo და Jaguar-ი და თითო-თითო მარჯვენასაჭიანი Chrysler-ი, Citroen-ი, ERF-ი და Land Rover-ი განაბაჟეს.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, 2013 წელს საქართველოში 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა დარეგისტრირდა. 2014 წელს - 34 000, ხოლო 2015 წელს - 32 025.

წყარო: allnews.ge