"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც კომერციული  ტარიფი აჭარბებს საყოფაცხოვრებო ტარიფს"

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს.

"რამდენიმე დღის წინ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარემ ქალბატონმა ირინა მილორავამ ტელეკომპანია „პირველთან“ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ მომხმარებლების 53 %–ს ტარიფი აქვს დერეგულირებული, (დაახლოვებით 9 წლის წინათ გამოცემული ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით) და მათ ბუნებრივი აირი მიეწოდება მაღალ ტარიფად და ამ ტარიფს მომხმარებლისათვის განსაზღვრავს გამანაწილებელი კომპანია და არა რეგულატორი.მილორავამ ასევე აღნიშნა თუ გაუქმდება მინისტრის ეს ბრძანება ტარიფი მოექცევა რეგულირების ქვეშ და ამ მომხმარებლებს ტარიფი შეუმცირდებათ. მრავალი წელია მე და ჩემი კოლეგები ვსაუბრობთ,ვწერთ და ვითხოვთ ამ ყოვლად ალოგიკური ბრაძენების გაუქმებას(მიწოდების დერეგულირება?? ,როცა ქვეყანაში ერთი მონოპოლიური გაზის მომწოდებელი გვყავს!), თუმცა უშედეგოდ, მაგრამ მარეგულირებული კომპანიის თავჯდომარის მიერ გაჟღერებულმა ამ წინადადებამ გარკვეული იმედი გააჩინა ,რომ მოხდება ენერგეტიკის მინისტრის მიერ ამ ყოვლად გაუმართლებელი, გნებავთ უამრავი „უბედურების“ მომტანი ბრძანების გაუქმება. ყოველ შემთხვევაში, არა მგონია მარეგულირებელი კომისიის ამ გამოსვლის შემდეგ 53% მომხმარებლისთვის გაუაზრებლად მაღალი ტარიფის დატოვება სწრაფად გაქრეს დღის წესრიგიდან(საზოგადოება,მასმედია) და ამის მნიშვნელობამ აქტუალობა და სიმძაფრე დაკარგოს.კიდევ ერთი იმედი, რაც კომისიის თავჯდომარის ზემოთ აღნიშნული განცხადების შემდეგ გამიჩდა არის შესაძლო საჯარო დისკუსიების დაწყებასთან ეგრეთწოდებული ბუნებრივი გაზის „სოციალური ტარიფითან “ დაკავშირებით,რომელიც ჩემი და არამარტო ჩემი აზრით არც სოციალურია და არც სამართლიანი. როდესაც მოსახლეობაში მომხმარებლების მხოლოდ 4% მოიხმარს მოხმარებული ბუნებრივი აირის 40% ამას არ შეიძლება სამართლიანი, გონივრული,“სოციალური“ ტარიფი დაერქვას, მითუმეტეს ამას ქვეყნის ეკონომიკისათვის სახელმწიფოს ხელში არსებული ბუნებრივი აირის რესურსის ოპტიმალურ, სარგებლიან გამოყენებასთან არაფერი საერთო არ აქვს.

და კიდევ ერთი თემა, რომელიც დასაფიქრებელია და სადისკუსიოა (თუ ამის ნება იქნება), ასევე ბუნებრივი აირის ტარიფებთან არის დაკავშირებული საყოფაცხოვრებო და კომერციულ სექტორში. ინფორმაცისათვის ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, აღმოსავლით ევროპის ქვეყნების ჩათვლით, სადაც კომერციული („ინდუსტრიული“) ტარიფი აჭარბებს საყოფაცხოვრებო ტარიფს. ყველგან პირიქითაა. ყველა ქვეყანას გააზრებული აქვს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტი, ეკონომიკამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები და გადასახადის, გნებავთ ბუნებრივი აირის თუ ელექტროენერგიის ტარიფის გადამხდელი ქვეყანაში bpn