დიმიტრი ქუმსიშვილი - ძალიან მალე ვნახავთ, რომ ,,საქართველოს ბანკი" საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან გაყოფს

ძალიან მალე, შემდგომაზე ვნახავთ, რომ ,,საქართველოს ბანკი" საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან გაყოფს , - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

,,რაც შეეხება არაპროფილურ აქტივებს და არაპროფილური მიმართულებით საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული აკრძალულია და დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კონკრეტული მიმართულებით აძლევს ნებართვას კომრეციულ ბანკს. გარდა ამისა, ყოველთვის იყოს საუბარი ერთ-ერთ მსხვილ ბანკზე, რომ მათი საინვესტიციო პორტფელი იზრდება. ეს არის ,,საქართველოს ბანკი". მე მოვისმინე ,,საქართველოს ბანკის" განცხადება, რომ მათ დაიწყეს გაყოფის პროცედურა და შესაბამისად, ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, მგონია, რომ ძალიან მალე, შემდგომაზე ალბათ, ვნახავთ, რომ ,,საქართველოს ბანკი" გაყოფს საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან და ალბათ, აქ სასაუბროც არაფერი დარჩება",- განაცხადა ქუმსიშვილმა.