"კომპანიები, რომლებიც დერეგულირებულად ადგენენ ფასს, ე.წ. სოციალურ გაზს იღებენ"

კომპანიები, რომლებიც დერეგულირებულად ადგენენ ფასს, ე.წ. სოციალურ გაზს იღებენ.

ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა, ფაქტობრივად, კუბამეტრობით აგროვებს გაზს, რომ შექმნას სოციალური გაზი და "დაიჭიროს" გაზის ფასი, რათა მძიმე ტვირთად არ დააწვეს მოსახლეობას.

„თუ დერეგულირებაზე ვსაუბრობთ, მაშინ დერეგულირება ყველა კომპონენტში უნდა მოხდეს - განაწილებაში, შესყიდვასა და ტრანსპორტირებაშიც, მაშინ ამ კომპანიებმა თავად უნდა მოიპოვონ შესასყიდი გაზი და ისე მიაწოდონ მომხმარებელს. მე, სახელმწიფომ, სიმწრით 105 დოლარზე რომ ჩამოვაყვანინე გაზის ფასი მომწოდებელს და შენ, გაზგამანაწილებელს მოგეცი, შენ კი შენს აბონენტებზე იმაზე მეტად ყიდი, ვიდრე მარეგულირებელი აწესებს, ამას რა ჰქვია, თავად განსაჯეთ", - აღნიშნა გია არაბიძემ.