ქართული ტელევიზორები ექსპორტზე შესაძლოა, ლიტვასა და ლატვიაში გავიდეს

კომპანია “AG TELEKOM” ლიტვასა და ლატვიაში ტელევიზორებისა და საკაბელო რესივერების გატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც “AG TELEKOM”-ის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა ”ბიზნესპრენიუსთან” საუბრისას განაცხადა, მოლაპარაკებები სავარაუდოდ, ერთ თვეში დასრულდება.

”ტელევიზორებისა და საკაბელო რესივერების გატანაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შესაძლოა ტაბების გატანაზეც ვიმსჯელოთ. ამ საკითხების გარკვევას კიდევ ერთი თვე დასჭირდება და ამის შემდეგ გაირკვევა, რას და როგორ გავიტანთ. პირველ ეტაპზე ალბათ, 1 000 ცალის გატანაზე შევთანხმდებით”, - განაცახადა “AG TELEKOM”-ის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა.

“AG TELEKOM” ქარხნის მშენებლობა რუსთავში 2013 წელს დაიწყო. კომპანია LED ტელევიზორებს, LED ნათურებს, TV ბოქსებს, ციფრულ მიმღებებს და სხვა მრავალი სახის მაღალტექნოლოგიურ ელექტრონულ ხელსაწყოებს და მოწყობილობებს აწარმოებს.