საქართველო მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას - Sportsway Tourism უმასპინძლებს (+ვიდეო)

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 28-29 სექტემბერს, ბორჯომში მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია Sportsway Tourism, გაიმართება. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, კონფერენცია ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.

კონფერენციის ფარგლებში Event Expo გაიმართება, სადაც დაინტერესებულ ორგანიზაციებს თავიანთი შესაძლებლობების წარდგენის საშუალება ექნებათ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე