ტრამპის მუქარის მიუხედავად ჩინეთის იმპორტი ამერიკაში ახალ რეკორდებს ამყარებს

მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ჩინეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტირებული საქონლის მოცულობა 10%-ით გაიზარდა, რაც 2012 წლის ზრდის მაჩვენებლის შემდგომ ყველაზე მაღალია. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ მოსახლეობის აღწერის ბიუროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ბიუროს მონაცემების თანახმად, ჩინეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტი გაზრდილია, თუმცა ამის მიუხედავად „ბლუმბრგი“ ასკვნის, რომ ჩინეთსა და ამერიკას შორის სავაჭრო ომი არ არის მოსალოდნელი არც თეთრი სახლის მხრიდან და არც საექსპერტო საზოგადოების მხრიდან.

შეგახსენებთ, მრავალი თვის განმავლობაში, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან დონალდ ტრამპი ემუქრებოდა ჩინეთს მკაცრი ეკონომიკური ზომებით, რათა გაეუმჯობესებინა ის სავაჭრო დისბალანსი, რომლის გამოც აშშ გაუმართლებელ დანაკარგებს განიცდიდა.

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე