ტურიზმის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა

2017 წლის მეორე კვარტალში ტურიზმის შემოსავლებმა 657.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით,  ივნისში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 29%-ით მოიმატა, თუმცა მკვეთრად (64%-ით) გაიზარდა საჰაერო ტრანსპორტით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომლებიც საშუალოდ უფრო მეტს ხარჯავენ.

"შედეგად, ივნისში ტურისტული შემოსავლები წლიურად 43%-ით გაიზარდა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.