"მთის კანონის ამოქმედების შემდეგ რეგიონებიდან ქალაქების მიმართულებით მიგრაციული პროცესი შენელებულია"
"მთის კანონის ამოქმედების შემდეგ რეგიონებიდან ქალაქების მიმართულებით მიგრაციული პროცესი შენელებულია"
9 აგვისტო / 2017
მაღალმთიანი დასახლებებიდან მიგრაციის პროცესი მეტ-ნაკლებად შენელებულია, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანმა, ოთარ კონჯარიამ განაცხადა.

კონჯარიას თქმით, 235 000 ადამიანზე მეტი რეგისტრირებულია როგორც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, რაც ნიშნავს, რომ ისინი მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრობენ წელიწადში 9 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.

„მართალია, კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მიღებულ იქნა 2015 წელს, მაგრამ კანონით განსაზღვრული შეღავათების და სოციალური დანამატების გაცემა რეალურად 2016 წლის 1-ელ სექტემბერს ამოქმედდა. ბუნებრივია, როცა ერთი წელიც არ არის სრულად გასული, ჯერ ნაადრევია კონკრეტულ შედეგებზე საუბარი, თუმცა გარკვეული ტენდენცია არსებობს. ის ფაქტი, რომ დღეს 235 000 ადამიანზე მეტი რეგისტრირებულია როგორც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე, მიგვანიშნებს სწორედ იმაზე, რომ ამ მიმართულებით მოსახლეობის ინტერესი და კანონით დაწესებული შეღავათებით სარგებლობის სურვილი ძალიან მაღალია. ეს, ერთი მხრივ, დასტურია, რომ ის მძიმე მიგრაციული პროცესი, რომელიც არსებობს მაღალმთიანი დასახლებებიდან, მეტ-ნაკლებად შენელებულია. სტატუსის შეწყვეტის ერთადერთი საფუძველი არის გარდაცვალება. არ გვაქვს მონაცემი, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტატუსის მქონე პირმა თავისი
ნებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი და გადავიდა არამაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიგრაციული პროცესები მაღალმთიანი დასახლებებიდან საერთოდ შეჩერებულია. მიგრაციის პრობლემები აწუხებს მთელ მსოფლიოს, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში, მოსახლეობა სოფლებიდან ურბანულ ცენტრებში გადადის საცხოვრებლად, მაგრამ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, კანონის ამოქმედების შემდეგ ის დიდი ტალღა, რომელიც მიგრაციული პროცესის სახით არსებობდა ჩვენს ქვეყანაში მაღალმთიანი რეგიონებიდან ქალაქების მიმართულებით, შენელებულია. უფრო მეტიც, მაგალითად, დუშეთის მუნიციპალიტეტთან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არამაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირები დარეგისტრირდნენ მაღალმთიან დასახლებაში, რაც მისასალმებელი ფაქტია“, - განაცხადა კონჯარიამ.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური აქტივობების წახალისებას, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივნის თქმით, 2016 წლიდან 2017 წლის აპრილამდე 200-ზე მეტი საწარმო რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში მოქმედი საწარმოს სტატუსით.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების დაფინანსება გაიზარდოს.
საქართველო ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს არალეგალური მიგრაციის სტატისტიკის გაუმჯობესებამდე ვერ იწყებს.
გასულ წელს 2015 წელთან შედარებით, საქართველოდან ემიგრანტების რიცხვი გაიზარდა, იმიგრანტებისა კი შემცირდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია” გამყოფ ხაზთან მდებარე მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს.
დუბაი არაერთი გამორჩეული ნაგებობით გვაოცებს, იქნება ეს ხელოვნური კუნძულები, მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი, მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ცენტრი, დახურული სათხილამურო ფერდობი თუ სხვა.
დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, დღეს შედგება ავტომობილების პირველი ჯგუფის მსვლელობა არხოტიონში.
ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მთლად სასარგებლო არ არის
საქართველოს დიდ და მცირე ქალაქებში მოსახლეობის 54.5% ბინადრობს. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევაში - „სახელმწიფო, სურსათი და სოფლის მეურნეობა 2017“ არის ნათქვამი.
2-8 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 164 ფაქტი გამოვლინდა.
”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ძალაში შესვლას საფრთხე ემუქრება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.10.2017
საქართველო ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს არალეგალური მიგრაციის სტატისტიკის გაუმჯობესებამდე ვერ იწყებს.
სრულად
17.10.2017
თებერვალში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ახლანდელ ხელმძღვანელს ჯანეტ იელენს ამ პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება.
სრულად
17.10.2017
მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი განბაჟების ახალი ტარიფის დაწესებამაც ვერ შეაჩერა.
სრულად
16.10.2017
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა
სრულად
16.10.2017
ამ ეტაპზე რესურსი არ არის იმისთვის, რომ პენსიები გაიზარდოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
18.10.2017
19.10.2017
USD
1
USD
2.4839
2.4844
EUR
1
EUR
2.9223
2.9204
GBP
1
GBP
3.2842
3.2752
RUB
100
RUB
4.3318
4.3347
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

13372-ე