„მორგან სტენლი“ ევროსა და სტერლინგის გათანაბრებას პროგნოზირებს
„მორგან სტენლი“ ევროსა და სტერლინგის გათანაბრებას პროგნოზირებს
11 აგვისტო / 2017
ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა „მორგან სტენლიმ“ ევროზე პროგნოზი გაზარდა. 
ბანკის ვარაუდით, ევროპული ვალუტა მომავალ წელს ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს გაუტოლდება. ევროს 18-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს სტერლინგთან გატოლების პირველი შემთხვევა იქნება. „მორგან სტენლი“ ასევე ვარაუდობს, რომ მომავალი წლის დასაწყისში, ევროს ფასი 1.25 დოლარს მიაღწევს.

თუმცა ეს ჯერ მხოლოდ საშუალოვადიანი პროგნოზებია, რომლის საფუძველსაც ფუნდამენტური ფონი იძლევა. ამ ფონს ძირითადად ბრექსიტი და ის მოლოდინი განაპირობებს, რომელიც ევროზონაში ეკონომიკის სტიმულირების პროცესის შეწყვეტას და ევროზე საპროცენტო განაკვეთის შესაძლო აწევას უკავშირდება. რა თქმა უნდა, არსებობს დიდი ალბათობა იმისა,
რომ სუბიექტური და ობიექტური გარემოებები „მორგან სტენლის“ პროგნოზზე გავლენას იქონიებს. თუმცა ფაქტია, რომ ბრექსიტის პროცესში, ევროს სტერლინგთან მიმართებაში სოლიდური უპირატესობა მიენიჭება.

რაც შეეხება მიმდინარე სიტუაციას, დღეს სავალუტო ბაზარზე ძირითადი ფაქტორი, აშშ-ის სამომხმარებლო ფასების საბაზო ინდექსის (ივლისის) გამოქვეყნებაა. ამჟამად ინვესტორები ცდილობენ დაადგინონ, აპირებს თუ არა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტო წელს დოლარზე საპროცენტო განაკვეთის მესამედ აწევას. სააგენტოს წევრები არ მალავენ, რომ მათი გადაწყვეტილება, შრომის ბაზრის მდგომარეობასა და ინფლაციაზეა დამოკიდებული. ამიტომ დღევანდელ ინფორმაციას (თბილისის დროით 16:30-ზე გამოქვეყნდება) დოლარის კურსზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია.

პარალელურად, სავალუტო ბაზარზე ძლიერ ზემოქმედებს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული დაძაბულობა. ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის გუამის ბაზას სარაკეტო დაბომბვით ემუქრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება შეერთებული შტატების პასუხი. ამ სიტუაციაში, ინვესტორები აქცენტს რისკისგან თავშესაფარ აქტივებზე აკეთებენ, როგორებიცაა იაპონური იენი, შვეიცარიული ფრანკი და ოქრო. შესაბამისად, ამ აქტივების ფასებიც იზრდება.
ამ სიტუაციაში, ამერიკული დოლარის ინდექსი, რომელიც მის მდგომარეობას ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებაში ასახავს, უმნიშვნელოდ (0.08 პროცენტით), 93.37-მდე გაიზარდა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.10.2017
საქართველო ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს არალეგალური მიგრაციის სტატისტიკის გაუმჯობესებამდე ვერ იწყებს.
სრულად
17.10.2017
თებერვალში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ახლანდელ ხელმძღვანელს ჯანეტ იელენს ამ პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება.
სრულად
17.10.2017
მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი განბაჟების ახალი ტარიფის დაწესებამაც ვერ შეაჩერა.
სრულად
16.10.2017
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა
სრულად
16.10.2017
ამ ეტაპზე რესურსი არ არის იმისთვის, რომ პენსიები გაიზარდოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
18.10.2017
19.10.2017
USD
1
USD
2.4839
2.4844
EUR
1
EUR
2.9223
2.9204
GBP
1
GBP
3.2842
3.2752
RUB
100
RUB
4.3318
4.3347
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

13371-ე