ბათუმი-ქედის ტერიტორიაზე ახალი გაზსადენი აშენდება

აჭარაში ახალი გაზსადენის ასაშენებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა.

გაზსადენი ბათუმის-ქედის (ხიჭაურის დასახლებამდე) ტერიტორიაზე აშენდება.

ტენდერი აგვისტოს დასაწყისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. ტენდერის პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 26 100 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გაზსადენის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.