მუხრანში 700 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

სააქციო საზოგადოება „შატო მუხრანი“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში 700 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

ამ მიზნით, „შატო მუხრანს“ მუხრანში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 1 004 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 12 048 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა.

მთავრობის განკარგულების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მარანი, სასაწყობე, ალკოჰოლური სასმელის საწარმოო და შესანახი ფართი უნდა აშენდეს.

სს „შატო მუხრანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა.