სართიჭალაში 1 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება

კომპანია „ჩირინა“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში 1 700 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

ამ მიზნით კომპანიას, სართიჭალაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 1 834 851 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი 183 485 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა.

მთავრობის განკარგულების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე „ჩირინამ“ ინვესტიცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლამდე პერიოდში უნდა განახორციელოს.