"ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიაში ცვლილებები შევიდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიაში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების თანახმად, „ენერგო პრო ჯორჯიას“ განაწილების არეალს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ არეალი დაემატა. ამავდროულად, გაუქმდა კახეთის ენერგოდისტრიბუციაზე გაცემული ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის მიერ 2003 წელს მიღებული დადგენილება.