„თხილი ისეა განადგურებული საექსპორტოდ კი არა, ადგილობრივ ბაზარზეც არ გამოდგება“

მოსავლის 60% განადგურებულია, ხოლო პროდუქციის დანარჩენი ნაწილი ისეა დაზიანებული, საექსპორტოდ კი არა, ადგილობრივ ბაზარზე მოსახმარადაც არ გამოდგება.

ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის წევრმა მარიამ კოდუამ განაცხადა. ახალგაზრდა ფერმერის თქმით, პრევენციული ღონისძიებებისა და არა ერთი შეწამვლითი სამუშაოს მიუხედავად, ფაროსანას ზარალი ყოველწლიურად მატულობს.

ფერმერი ამჟამადაც სამეგრელოში იმყოფება და ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს არა მხოლოდ თხილის პლანატციების, არამედ სიმინდისა და სხვა ნერგავების შეწამვლაც. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

,,მხოლოდ სახელმწიფო ვერ გაუმკლავდება აღნიშნულ პრობლემას, თუ ადგილობრივებიც აქტიურად არ ჩაერთვებიან პროცესში ”, - აცხადებს მარიამ კოდუა. მისი თქმით, მავნებლის გავრცელების არეალი საკმაოდ მასშტაბურია და ის არა მარტო თხილის პლანტაციებსა და ნარგავებს, არამედ ტყის მასივებშიც ბუდობს. სწორედ ამიტომ, კოდუას თქმით, აუცილებელაი ტყის მასივებიც შეიწამლოს, რომელიც მავნებლის გავრცელების ერთ-ერთ კერას წარმოადგენს.

აზიური ფაროსანა სამეგრელოში სიმინდს ანადგურებს

დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი თითქმის განადგურებულია

ბოლო თვეებში ქართული თხილის ექსპორტი შემცირდა