სახელმწიფო ხაზინა ბანკებში დეპოზიტებზე თანხის განთავსებას განაგრძობს

სახელმწიფო ხაზინა ბანკებში დეპოზიტებზე თანხის განთავსებას განაგრძობს.

22 აგვისტოს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3-თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ 50 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 7.0218 პროცენტით განისაზღვრა.