ივლისში თამბაქოს იმპორტი 1 მილიონი დოლარით გაიზარდა

თამბაქოზე აქციზის ზრდის მიუხედავად, მიმდინარე წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში სიგარეტის იმპორტი გაიზარდა.

კერძოდ, "საქსტატის" მონაცემებით, გასულ თვეში სიგარეტის იმპორტმა 9 მილიონი დოლარი შეადგინა; მაშინ როცა გასული წლის ივლისში - 8 მილიონი დოლარი იყო.

„საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, 2017 წლის 1 იანვრიდან ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა.