იანვარ-ივლისში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 0.4 მილიონი ტონით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა.

კერძოდ, 2017 წლის პირველ 7 თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 21.5 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 21.9 მილიონი იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 6.2 მილიონი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-ივლისში 203.5 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი - 197.3 მილიონი იყო.

2017 წლის საანგარიშო პერიოდში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მსგავსად საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 9.9 მილიონი ტონიდან 9.6 მილიონ ტონამდე შემცირდა.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 2017 წლის იანვარ-ივლისში 29,678 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელს 209,464 კონტეინერი; 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 179,786 კონტეინერი გადამუშავდა.