დედოფლისწყაროში, კირქვის ქარხანა "არწივის ხეობა" გაქურდეს

დედოფლისწყაროში, კირქვის ქარხანა "არწივის ხეობა" გაქურდეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობიდან წაღებულია კაბელები. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 126-ე მუხლებით, რომელიც ქურდობასა და ძალადობას გულისხმობს.