ქართველი მწარმოებლები სახელმწიფო ტენდერებში 10%-იანი შეღავათით ისარგებლებენ

ადგილობრივი მწარმოებლები სახელმწიფო ტენდერებში 10%-იანი შეღავათით ისარგებლებენ.

ამის შესახებ, მწარმოებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიასა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიარდი ლარი იხარჯება სახელმწიფო ტენდერებში და ამ ფულის დიდი ნაწილი უცხოური კომპანიების მიერ იყო მოგებული. გარკვეული პერიოდია მთავრობასთან ერთად სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი მწარმოებლების წახალისებაზე ვმუშაობთ. საუბარია იმაზე, რომ ტენდერებში ადგილობრივმა მწარმოებლებმა 10%-იანი შეღავათით ისარგებლონ,“- აღნიშნა სილაგავამ.

მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა მთავრობის უახლოეს სხდომაზეა დაგეგმილი.