ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის როუმინგის გაუქმებას გეგმავენ
ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის როუმინგის გაუქმებას გეგმავენ
12 სექტემბერი / 2017
ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის მობილურ კავშირში როუმინგისთვის დაწესებული გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოდიან.
რადიო ”თავისუფლების” ჟურნალისტის რიკარდ იოზვაიკის ინფორმაციით, ნოემბერში დაგეგმილი ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში ევროპარლამენტის რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს იქნება.

ევროპარლამენტი ზემოხსენებული სამი ქვეყნისთვის ”აღმოსავლეთ პარტნიორობა-პლიუსის” მოდელის შექმნას სთავაზობს, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის ცალმხრივი სატარიფო პრეფერენციების შემოღებას ან მაღალსიმძლავრიანი კავშირის არხების შექმნას ითვალისწინებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ”აღმოსავლეთ პარტნიორობა-პლიუსის” მოდელს მომავალში შესაძლოა შეუერთდნენ ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სხვა მონაწილეები - აზერბაიჯანი, ბელორუსი და სომხეთი, ”როდესაც ისინი ასეთი გაფართოებული შესაძლებლობებისთვის მზად იქნებიან”.

პროექტის განხილვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე 14 სექტემბერს იგეგმება.
კომენტარები (1)
13.09.2017
იროდიონი
ეს რას ნიშნავს ჯობია კარგად განმარტებული იყოს
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
ჯერ კიდევ 10 წლის წინ საქართველოს ამ ულამაზეს ადგილებს ძალიან ცოტა მნახველი ჰყავდა, ახლა კი ამ ადგილებს უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს.
სრულად
21.09.2017
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება, რეფორმის მოდელები მორგებულია ინსტიტუციონალურ და შესაძლებლობების კონტექსტზე და გამართული კოორდინირების მექანიზმი კი ჩამოყალიბებულია
სრულად
21.09.2017
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს ხვდება.
სრულად
20.09.2017
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია ”ჯორჯიან ჰერბს” თავის ნაწარმს ექსპორტზე მაროკოსა და საფრანგეთში გაიტანს. კომპანია ძირტკბილას აწარმოებს.
სრულად
20.09.2017
2017 წლის სეზონზე ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულებამ 4.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708