ჩინეთში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნება

ჩინეთში, ინიციატივა „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფარგლებში ორგანიზებული აბრეშუმის გზის ქვეყნების ბიზნეს სამიტი დასრულდა.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატა იუწყება, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიციდენტია და სამიტში სწორედ ამ რანგით მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ღონისძიების პირველ ერთ-ერთ ძირითად პანელზე სახელწოდებით: „სარტყელისა და გზის შექმნა და თანამშრომლობის მექანიზმი“ მოდერატორისა და მომხსენებლის რანგში წარდგა.

სამიტი სიანში ორ დღეს გაგრძელდა. ღონისძიების ფარგლებში, სიანში ჩატარდა საერთაშორისო კულტურის გამოფენაც. მსგავსი სამიტები ხელს უწყობს ინიციატივაში ჩართული ქვეყნების ბიზნეს-სექტორებს შორის საქმიანი კომუნიკაციის დამყარებასა და განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო ჩიქოვანი ხვალ ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობას გახსნის.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატასთან ინიციტივა „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფარგლებში თანამშრომლობს. პალატებს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მხარეები ინიციატივაში ჩართულ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობენ.