იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 28.5%-ით, იმპორტი კი 7.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებს აქვეყნებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6618.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1682.8 მლნ აშშ დოლარი იყო (28.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4935.5 მლნ აშშ დოლარი (7.5 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 3252.7 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.1 პროცენტი შეადგინა.