ხვალ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას განიხილავს

ხვალ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას განიხილავს.

მექვაბიშვილი აღნიშნულ პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 8 სექტემბერს წარადგინა. ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა კი 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

მექვაბიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირია.