ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ქვეყანას საუკეთესო ეკონომიკური პოლიტიკა აქვს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის შეფასებით, ქვეყანას საუკეთესო ეკონომიკური პოლიტიკა აქვს.

როგორც კაკაურიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს გააჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ფისკალური დისციპლინა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები ადასტურებს.

ამ კონტექსტში კაკაურიძემ ყურადღება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაზრდაზე გაამახვილა და განმარტა, რომ ეს მხოლოდ სწორი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის პირობებში ხდება.

გიორგი კაკაურიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს იხილავს. “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს უნდობლობას უცხადებს.