დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსზე - ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსზე პროგნოზირებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესებულია 700 მილიონ დოლარამდე.

ფინანსთა მინისტრის თქმით, პროგნოზირება ძალიან უმადური საქმეა.

„რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესებულია 700 მილიონ დოლარამდე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფულადი ჩარიცხვები ქვეყანაში წინა წელთან შედარებით შემოსულია მეტი. ექსპორტიდან ამონაგები არის შემოსული მეტი და ასევე, ტურიზმიდან ამონაგები არის შემოსული მეტი. ჯამურად, ეს არის 700 მილიონი დოლარი და შესაბამისად, მე არ ვპროგნოზირებ, ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს. ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. ხანდახან შეიძლება გვქონდეს ცოტა მეტი მოთხოვნა, ცოტა მეტი მიწოდება, თუმცა ეს არის ბაზრის ქცევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის განკარგვადი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, არ შემცირდეს, რისთვისაც არის დაწყებული ლარიზაციის პროგრამა და ლარიზაციის პროგრამაში თვითონ მოსახლეობის სესხები კომერციულ ბანკებში ლარით არის გაზრდილი 43%-დან 53%-მდე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება ინფლაციური მოლოდინები, რომელშიც ჩვენ აგვისტოში საკმაოდ კარგი ტრენდი გვქონდა, 5,7%-მდე დავედით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.