"ოზურგეთი გარმენთი" გურიაში 1,74 მლნ ლარის ინვესტიციას გეგმავს - კომპანია ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს

კომპანია "ოზურგეთი გარმენთი" გურიაში მილიონ 740 ათასი ლარის ინვესტიციას 2 წლის ვადაში ჩადებს.

სწორედ ამ პირობით გადაეცა კომპანიას ოზურგეთში მდებარე 89 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწა და შენობები. ადგილზე ტექსტილის საწარმო გაიხსენება, სადაც არანაკლებ ორი მილიონი ერთეული ჯინსის ქსოვილის პროდუქციის გამოშვება მოხდება. ინვესტიციის 25% კომპანიამ პირველივე წელს უნდა ჩადოს, დანარჩენი არაუგვიანეს მეორე წლის განმავლობაში. კომპანია თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიც არიან ზარა, მანგო, მასიმო დუტი და ბერშკა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე