უახლოეს მომავალში საქართველო ჰონგ კონგთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს

საქართველო ჰონგ კონგთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩინეთში 2017 წლის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატსა და საქართველოს, როგორც რეგიონში სატრანზიტო ქვეყნის როლზე. ასევე, ისაუბრა იმ სავაჭრო შეთანხმებების ფართო ქსელზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში, ევროკავშირთან, EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და თურქეთთან გააფორმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაზე ჰონგ კონგთან და ინდოეთთანაც დაიწყება.

,,როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს ევროკავშირს, ჩინეთს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებს, დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთს. სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან, გარდა ამისა, დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ჰონგკონგთან. არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, ჩვენ გვაქვს თავისუფალი დაშვება მსოფლიო ბაზრის 1/3-ზე. ევროპის აზიისა და და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე, სტრატეგიულად განლაგებულ საქართველოს გააჩნია პოტენციალი გახდეს სარტყელი და გზის ინიციატივის საკვანძო პლატფორმა და დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და მის ჩამოყალიებას რეგიონის სავაჭრო და ლოჯისტიკურ ჰაბად,“, - განაცხადა გახარიამ.