იანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, 6618.2 მლნ დოლარი შეადგინა

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 6618.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.2%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 1682.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (28.5%-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 4935.5 მლნ აშშ დოლარს (7.5%-ით მეტი).

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 3252.7 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.1% შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1322.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27%-ით პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.