„როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, გაზპრომმა ჩვენთან ვაჭრობა დაიწყო“

„ქართული ოცნების“ საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულში მყოფი ირაკლი ზარქუა გადაცემაში „360 გრადუსი“ აცხადებს, რომ მათი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან რუსეთი გაზპრომის პირობების შეცვლით იმუქრებოდა, ვინაიდან მათ რუსეთის ინტერესები არ გაატარეს.

„გაზპრომთან ხელშეკრულება 2004 წლიდან დაიდო და ყოველწლიურად გადახედვა ხდებოდა. წარმოიდგინეთ, ჩვენი მოსისხლე მტერი, ჩვენი ოკუპანტი სააკაშვილის რეჟიმს უწყობდა ხელს და იმ სასათბურე პირობებს უქმნიდა, რომელშიც ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, დაიწყო ჩვენთან ვაჭრობა, რომ შეგვიცვლიდნენ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ რუსეთის ინტერესები არ გავატარეთ. იმიტომ, რომ როგორც კი მოვედით, წყალკანალიდან რუსული კომპანია გავიდა. როგორც კი მოვედით, ენერგეტიკის სექტორში შემოვიდნენ არა რუსული, არამედ ევროპული, თურქული და ჩინური კომპანიები. ჩვენ მათ ინტერეების დაკმაყოფილებაზე უარი ვუთხარით ,“ - განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, ოპონენტები მანიპულირებენ, როდესც აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ახლა ბევრად დაბალია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო.

ზარქუას თქმით, ეკონომიკური ზრდით რეგიონში ერთ-ერთი სამაგლითო ვართ. იმ პერიოდში კი, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ მიუთითებს, რეგიონში ჩვენი მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო. იმ დროს, მისი თქმით, მთელი მსოფლიოს ეკონომიკაში ზრდის ტედნენცია იყო, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს 15-17 %-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ, ხოლო ჩვენი ზრდა 7 %-ს შეადგენდა. ზარქუას შეფასებით „მაჩანჩალა ვიყავით“ და „ლარის გამყარება საგარეო ვალით ხდებოდა“.