მამუკა ბახტაძე - ბევრ ინვესტორს აქვს სურვილი, რომ ,,საქართველოს რკინიგზის" აქციებზეც ჰქონდეს წვდომა, მაგრამ ეს საკითხი მოკლევადიან პერსპექტივას არ ეხება

ბევრ ინვესტორს აქვს სურვილი, რომ ,,საქართველოს რკინიგზის" აქციებზეც ჰქონდეს წვდომა, მაგრამ ეს საკითხი მოკლევადიან პერსპექტივას ნამდვილად არ ეხება, - ამის შესახებ ,,საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ კომპანიის აქციების ნაწილის პრივატიზაცია მოხდეს, საკმაოდ ძველი თემაა და ინტენსიურად განიხილება ეს საკითხი. "ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან დღეს ჩვენი ბონდების ფასი ბირჟაზე არის საუკეთესო პოსტდაბჭოთა სივრცეში და ბუნებრივია, რომ ბევრ ინვესტორს აქვს სურვილი, ,,საქართველოს რკინიგზის" აქციებზეც ჰქონდეს წვდომა, მაგრამ ეს საკითხი მოკლევადიან პერსპექტივას ნამდვილად არ ეხება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.