2018 წელს მთავრობა აქციზის გადასახადისგან შემოსავლის შემცირებას ელოდება

მომავალ წელს მთავრობა აქციზის გადასახადისგან შემოსავლის შემცირებას ელოდება.

კერძოდ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადისგან მთავრობა 1 450 000 000 ლარს ელოდება, მაშინ როცა 2017 წლის გეგმის მიხედვით, 1 627 000 000 ლარი იყო.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემცირებულია ასევე მოგების გადასახადისგან მიღებული შემოსავალიც და 2018 წელს ის 630 000 000 ლარი იქნება. 2017 წლის გეგმის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 681 000 000 ლარი იყო.