რუსული კომპანია ჩრდილოეთ კორეას ინტერნეტთან კავშირით უზრუნველყოფს

ჩრდილოეთ კორეამ ინტერნეტთან ახალი კავშირი მოიპოვა.

ამჯერად მას ამაში რუსეთი დაეხმარა. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინტერნეტთან კავშირი, ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებს კიბერშეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს.

ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებმა არაერთი კიბერნეტიკული შეტევა განახორციელა, მათ შორის, ბანკების და „სონი ფიქჩერზის“ წინააღმდეგ. თუმცა, ფხენიანი ყოველთვის უარყოფს ამ შეტევებში მის მონაწილეობას.

კომპანია „დინ რისერჩი“, რომელიც ინტერნეტის კავშირების კონტროლს ახორციელებს, ირწმუნება, რომ რუსულმა კომპანია „ტრანს ტელეკომმა“ ჩრდილოეთ კორეის გარე სამყაროსთან კავშირით უზრუნველყოფა პირველ ოქტომბერს დაიწყო. უფრო ადრე, იგივე საქმეს კომპანია „ჩაინა უნიკომი“ ასრულებდა.

ამჟამად ჩრდილოეთ კორეის ინტერნტთან კავშირი, რამდენიმე ასეულის დონეზეა. ახალი კავშირები, ამ ქვეყნის სპეცსამსახურებს, კიბერშეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს. კომპანია „ფაირაის“ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ტექნოლოგიების ოფისის შეფი ბრაის ბოლანდი ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ ინტერნეტთან წვდომა ახალი კავშირებით გააფართოვა. ის ასევე ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებს, რუსული არხი კიბერ შეტევების განხორციელებაში დაეხმარება.

ის ასევე ამბობს, რომ ფხენიანის მიერ განხორციელებული ბევრი კიბერ შეტევა, ჩრდილოეთ კორეის საზღვრებს გარეთ არსებული კომპიუტერებიდან სრულდებოდა. თუმცა ამ შეტევების კონტროლი და ხელმძღვანელობა, ქვეყნის შიგნიდან ხორციელდებოდა. ახალი კავშირები კი ამ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ჩრდილოკორეული სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტურობაც გაუმჯობესდება.