ელექტროენერგიის ჯამური იმპორტი 2017 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს

ელექტროენერგიის ჯამური იმპორტი 2017 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს.

ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „გალტ&თაგარტის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის თანახმად, ელექტროენერგიის წმინდა იმპორტი 2017 წელს 1,007.4 გვტ. საათს მიაღწევს.

„2016 წელს საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი იყო, თუმცა მხოლოდ 80.6 გვტ. საათით. 2017 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 22.6%-ით გაიზარდა და 684.7 გვტ. საათი შეადგინა, ხოლო იმპორტი 962.3 გვტ. საათამდე გაორმაგდა.

განახლებული წლიური საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, ელექტროენერგიის ჯამური იმპორტი 2017 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს და 1,692.0 გვტ. საათს (+253.3% წ/წ) გაუტოლდება, წმინდა იმპორტი კი 1,007.4 გვტ. საათი იქნება,“ - ნათქვამია მიმოხილვაში.