"დოიჩე ბანკი" - მალე მსოფლიოს კიდევ ერთი ფინანსური შოკი ელის

„დოიჩე ბანკის“ კვლევის თნახმად, ფინანსური კრიზისები თნამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება და სულ უფრო ხშირია.

ბანკის მიერ ჩატარებული კვლევით, გასულ წელთან შედარებით ფინანსური ბაზრების ვარდნამ 15% შეადგინა, უცხოური ვალუტის ვარდნამ - 10%, ობლიგაციების ვარდნამ - 10%, ინფლაციის ზრდამ კი 10%.

ამასთან ერთად ბანკში აღნიშნავენ, რომმ მსოფლიო ვალი გლობალური მშპ-ის თითქმის 70%-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღლი მაჩვენებელია მსოფლიო ომის შემდეგ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხელს უწყობს გლობალური ეკონომიკის ვარდნას“, - აცხადებენ „დოიჩე ბანკში“.

როგორც ბანკის კვლევაშია ნათქვამი, მსოფლიოში ბევრი ფაქტორია, რომელიც შეშფოთებას იწვევს. ასე მაგალითად, იტალიას დიდი ვალი დაუგროვდა, მისი საბანკო სისტემა იდეალურ მდგომარეობაშ არი არის, მთვრობა კი დისფუნქციურია. სახელმწიფო ვალის ზრდა შეინიშნება ჩინეთშიც.

„მალე მსოფლიოს კიდევ ერთი ფინანსური შოკის გადატანა მოუწევს, რომელიც იქამდე განმეორდება, ვიდრე ფინანსური ბაზრები უფრო არ დასტაბილურდება“, - აღნიშნავენ „დოიჩე ბანკის“ მკვლევარები.