დოლარი ბოლო 10 კვირის მაქსიმუმთანაა
დოლარი ბოლო 10 კვირის მაქსიმუმთანაა
9 ოქტომბერი / 2017
გასულ კვირას შეერთებული შტატების შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოსვლის შემდეგ, ამერიკული დოლარის კურსმა ბოლო 10 კვირის მაქსიმუმს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამუშაო ადგილების მხრივ, სტატისტიკა უარყოფითი იყო, უმუშევრობის დონის შემცირებამ და საათობრივი ანაზღაურების ზრდამ, ინვესტორები ოპტიმისტურად განაწყო. ისინი ვარაუდობენ, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა დოლარზე საპროცენტო განაკვეთს წელს მესამედაც ასწევს და ეს დეკემბერში მოხდება.

პარასკევს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა რიცხვი, ზრდის ნაცვლად შემცირდა, რაც ბოლო შვიდ წელიწადში პირველად მოხდა. მაგრამ ანალიტიკოსებმა სწრაფად განსაზღვრეს, რომ ეს
ქარიშხლების სეზონის გამო მოხდა და ერთჯერადი კლებაა. რაც მთავარია, უმუშევრობის დონე 4.4-დან 4.2 პროცენტამდე შემცირდა. საათობრივი ანაზღაურების ზრდა კი 0.2-დან 0.5 პროცენტამდე გაიზარდა.

ინვესტორები თვლიან, რომ ანაზღაურების ასეთი მკვეთრი ზრდა სტაბილური გახდება, რაც ინფლაციის მიზნობრივ 2.0 პროცენტამდე აწევისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. თავის მხრივ, ამაში აისახება ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური ზრდა, რაც ფედრეზერვს დოლარზე განაკვეთის აწევის საბაბს მისცემს.

გარდა ამისა, ამერიკული დოლარის გამყარებას ის ფაქტორიც უწყობს ხელს, რომ დიდია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული საგადასახადო რეფორმის მიღების შანსი.
ასეა თუ ისე, შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, გაიზარდა იმ ინვესტორთა რიცხვი, რომლებიც დოლარის გამყარების მოლოდინში არიან. ამის წყალობით, დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტისადმი, ამერიკული ვალუტის ჯამურ კურსს ასახავს, 94.267-მდე გაიზარდა, რაც ივლისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
„ჩვენს ქვეყანაში დაჩქარებული ინფრასტრუქტურული მშენებლობის ფონზე, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სესხებით ფინანსდება და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო მისიას საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა გააცნო.
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება და ბოლომდე გამოვიყენოთ საქართველოს ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4863 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4863 ლარი შეადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ,,ფუნიკულიორში,“ ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭო აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან ხვალ შეხვედრას გამართავს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4844 ლარი გახდა.
„ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ევროპელი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა.
თებერვალში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ახლანდელ ხელმძღვანელს ჯანეტ იელენს ამ პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4839 ლარი გახდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, - კონკრეტულ სფეროებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელად ფრანკმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
სრულად
19.10.2017
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
სრულად
19.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო მისიას საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა გააცნო.
სრულად
19.10.2017
ქართულ-ამერიკულმა ბიზნესსაბჭომ აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
სრულად
19.10.2017
დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ამდენი ღვინო არ გაგვიყიდია არც თანხაში, არც რაოდენობაში. 
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14660-ე