ანდრია გვიდიანი - გაზრდილი ინფრასტრუქტურული ხარჯები მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება
ანდრია გვიდიანი - გაზრდილი ინფრასტრუქტურული ხარჯები მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება
12 ოქტომბერი / 2017
საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მჭიდრო კოორდინაცია ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რომ საქართველოში ხორციელდება რეფორმები, რომელიც იმსახურებს დადებით შეფასებას , - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმებისა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის დადებითად შეფასების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც გვიდიანმა  განაცხადა, ასეთი დასკვნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ დასკვნებს ისმენენ ინვესტორები და ცხადია, ეს მნიშვნელოვანია საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით.

„სსფ-ის დადებითი შეფასება არის მისასალმებელი იმდენად, რამდენადაც საქართველომ მოახერხა იმ რეფორმების შესრულება და იმ პოზიტიური სიგნალების გაშვება, რომელმაც ეკონომიკურ ზრდასთან მიგვიყვანა. ასევე გამოვყოფდი ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით პოზიტიურ სიგნალებს. გავიხსენოთ სსფ-ის წინა წლის პროგნოზები საქართველოსთან მიმართებაში, რომ ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტი არ იქნებოდა. თუმცა ვიცით, რომ წელს გვაქვს 4%-ზე მეტი ზრდა. რასაკვირველია, ეს არის მთავრობის ეფექტური მუშაობის ხარჯზე მიღწეული შედეგები და ამდენად, ველოდი კიდეც სსფ-ის დადებით დასკვნას“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს, ეკონომიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ პროექტში არის უარყოფითი მხარეებიც, მაგრამ მისასალმებელია ინფრასტრუქტურაში ხარჯების
მობილიზაცია. მისი თქმით, ინფრასტრუქტურა სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

„რასაკვირველია, გაზრდილი ინფრასტრუქტურული ხარჯები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. გარდა ამისა, გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვაზე მიმართული ხარჯები, სუბსიდირება. თუმცა, პირადად მე სუბსიდირების მომხრე არ ვარ. ასევე მნიშვნელოვანია, სამთავრობო ხარჯების შემცირება და მიმაჩნია, რომ გაზრდილი ბიუროკრატია უნდა შემცირდეს. თუმცა, მთლიანობაში წინა წლის ბიუჯეტისგან განსხვავებით, ახალ ბიუჯეტში ბევრი ცვლილება არ არის“, - აღნიშნავს ანდრია გვიდიანი.

მისივე თქმით, ზოგადად საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფასებს ბიუჯეტის პოლიტიკას და არ შლის მას დეტალურად.

„ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ბიუჯეტში აისახა და რა პოლიტიკაც აქვს მთავრობას, ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა“, - აღნიშნავს ანდრია გვიდიანი.

ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, გარკვეული ეკონომისტებისა და ექსპერტების მხრიდან ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული საგარეო ვალი უარყოფითად შეფასდა, თუმცა, მისი აზრით, საგანგაშო ვალში არაფერია. ანდრია გვიდიანის თქმით, მთავარია, რამდენად ეფექტურად და მიზნობრივად დაიხარჯება ეს თანხები.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ 2013 წლის შემდეგ საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა აღარ გაზრდილა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4863 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4863 ლარი შეადგინა
საკონსტიტუციო სასამართლომ 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი.
"პალიტრა მედიის" ორგანიზებით სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვორკშოპი, სახელად "ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები" გაიმართა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4844 ლარი გახდა.
18 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
თებერვალში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ახლანდელ ხელმძღვანელს ჯანეტ იელენს ამ პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება.
თემურ ჭყონია ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "თიბისი ბანკის" მიერ "პროგრესბანკის" შეძენის თემას უბრუნდება.
მეტროს სადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტი" გაიხსნა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, - კონკრეტულ სფეროებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელად ფრანკმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
სრულად
19.10.2017
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
სრულად
19.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო მისიას საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა გააცნო.
სრულად
19.10.2017
ქართულ-ამერიკულმა ბიზნესსაბჭომ აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
სრულად
19.10.2017
დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ამდენი ღვინო არ გაგვიყიდია არც თანხაში, არც რაოდენობაში. 
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14672-ე