სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალმა 12.398 მილიარდი ლარი (5.006 მილიარდ დოლარზე მეტი) შეადგინა.

31 აგვისტოს მდგომარეობით, საგარეო ვალი 12.006 მილიარდ ლარზე მეტი (4.946 მილიარდ დოლარზე მეტი) იყო.

საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)-ია.

IDA -ს მიმართ ქვეყნის ვალი 30 სექტემბრის მდგომარეობით 2,897 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს; IBRD-ის მიმართ კი სახელმწიფოს 1,781 მილიარდ ლარზე მეტი ვალი აქვს.