2016 წელს სიმსივნით საქართველოში 6 819 ადამიანი გარდაიცვალა

2016 წლის მონაცემებით, სიმსივნით გარდაცვლილთა რიცხვმა საქართველოში 6 819 ადამიანი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან მოყოლებული ამ მიზეზით ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ გასულ წელს გარდაიცვალა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის მდგომარეობით, ყველაზე მეტი - 17 973 ადამიანი სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით გარდაიცვალა. 16 841 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი კი გახდა - კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრები, რომლებიც სხვა რუბრიკებში არ არის შეტანილი.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2016 წელს სულ 50 771 ადამიანი გარდაიცვალა.