"ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2017 წლის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მაღალი იქნება

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე მიიჩნევს, რომ 2017 წლის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მაღალი იქნება. ამის შესახებ გიორგი ჭირაქაძემ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"თითქმის ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ დაადასტურა და იმ პროგნოზების ზრდა გააკეთა, რომელიც მთავრობას ჰქონდა, რაც ძალიან კარგია. ოპტიმისტურად ვუყურებ ამას, განსაკუთრებით თუ შევხედავთ, რა ხდება რეგიონში. რეგიონში არ არის მარტივი სიტუაცია. მიმაჩნია, რომ წლევანდელი ეკონომიკური ზრდა შეიძლება იყოს საკმაოდ კარგი და საწინდარი იმისა, რომ 2018-2019 წლებში ასევე დაგეგმილი ზრდა გვქონდეს", - განაცხადა ჭირაქაძემ.