გასულ წელს თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი 96 მილიონ დოლარზე მეტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ექსპორტმა 2,728 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.

ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტმა 2017 წელს 83,081 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 3% იყო.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯგუფის ექსპორტი 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 96,428 მილიონი აშშ დოლარით არის შემცირებული. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2016 წელს 179,510 მილიონი დოლარი და მთელი ექსპორტის 8.5% იყო.

2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,707 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.