Bloomberg-ი თხილამურებზე სრიალის მოყვარულებს გუდაურში ჩასვლას ურჩევს

„თუ გსურთ თხილამურებზე სრიალი, მაგრამ არ გინდათ ისეთი მოგზაურობის დაგეგმვა, რომელიც ალპებში მთავრდება, სცადეთ ამგვარი კომბინაცია“, - ასეთი შესავალით იწყებს გამოცემა Bloomberg-ი სტატიას, სადაც ევროპაში ზამთრის ხუთ კურორტს მიმოიხილავს. ამ ხუთიდან პირველ ადგილზე საქართველო, კერძოდ კი გუდაური მოხვდა.

Bloomberg-ი სტატიაში მკითხველებს ჯერ თბილისში ჩასვლას, ქალაქის ნახვას და შემდეგ უკვე გუდაურში წასვლას ურჩევს.

„არის კი ამჟამად ევროპაში თბილისზე უფრო მეტად მოფუსფუსე დედაქალაქი? ბოლო დროს მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან ატყვევებს ძველი მსოფლიოს ნარჩენების (როგორიც არის მეოთხე საუკუნეში აშენებული ქალაქი, რომელიც დედაქალაქს გადმოჰყურებს), უნიკალური კულინარიული ტრადიციებისა და საბჭოთა დროინდელი არქიტექტურის თავბრუდამხვევი ნარევი. იქ ყოფნისას შეამოწმეთ ფაბრიკა, ძველი სამკერვალო ქარხანა, რომელშიც ახლა ბარები და ხელოვანთა ატელიეებია განლაგებული - ეს თბილისის ხელოვნების „ბუმის“ დიდებული მაგალითია. გვიან ღამით სეირნობისას გაარკვევთ, რატომ არის თბილისი აღმოსავლეთ ევროპის „ცეცხლოვანი“ ქალაქი, თუკი ესტუმრებით ბასიანს (მიტოვებული საცურაო აუზი, რომელიც კლუბად არის გადაკეთებული) ან დიდ გალერეას, პატარა კლუბს, რომელიც ჰაუსის ჟანრის მსოფლიო DJ-ებს იზიდავს.

მიუხედავად ამისა, თბილისი კომპაქტური ქალაქია, რომლის მონახულებას მხოლოდ რამდენიმე დღე სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ადვილია ორსაათიანი გზა გაიაროთ გუდაურისკენ, ევროპის ყველაზე საინტერესო და ახალი სათხილამურო კურორტისკენ. სულ 30 მილი (48.28 კილომეტრს) სიგრძის სათხილამურო ტრასებითა და 7 საბაგირო გზით (სათხილამურო საბაგირო), ეს სულაც არ არის თქვენი ოცნების ვრცელი საოცრებათა მხარე, თუმცა ეს არის საქართველოს ყველაზე მაღალი და დიდი კურორტი, თხილამურებით სასრიალოდ სხვადასხვა ვარიანტებით, მათ შორის ღამით. და ეს ყველაფერი ფართოვდება. წელს 5 მილი (8.04 კილომეტრი) სიგრძის საბაგირო გზა დააკავშირებს გუდაურს კობთან, რითაც ერთიანი სათხილამურო სივრცე შეიქმნება“, - წერს Bloomberg.

Bloomberg-ი სრიალის მოყვარულებს კიდევ 4 ქვეყნის ზამთრის კურორტის მონახულებას ურჩევს, მათ შორისაა კაპადოკია (თურქეთი), ლუცერნი (შვეიცარია), ოსლო (ნორვეგია), ლუბლიანა (სლოვენია).