2018 წლის 3 თვეში საქართველოში საცხოვრებელ შენობაზე 1 351 ნებართვა გაიცა, საიდანაც 58% თბილისზე მოდის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებუილი ინფორმაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში თბილისში სახლების მშენებლობაზე 786 ნებართვა გაიცა, მთლიან ფართზე 399 897 კვ/მეტრი.
საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე 219 ნებართვა გაიცა აჭარაში; 28 - გურიაში; 29 - სამეგრელოში; 39 - იმერეთში; 31 - კახეთში; 54 - მცხეთა-მთიანეთში; 20 - სამცხე-ჯავახეთში; 131 - ქვემო-ქართლში და 13 - შიდა ქართლში. საცხოვრებელ შენობაზე მხოლოდ ერთი ნებართვა გაიცა რაჭა-ლეჩხუმში, მთლიანი ფართი 72 კვ/მეტრი.
მთლიანად 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მშენებლობაზე სულ 2 057 ნებართვა გაიცა, საიდანაც 1 351 ანუ 65,6% საცხოვრებელ შენობებზე მოდის.